მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არიან ორსულები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ? კორონავირუსი და ორსულობა

ორსულობა და COVID-19
1596783931
COVID-19

დღეისათვის კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროება ნებისმიერი ადამიანის დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა, რასაც დიდი ყურადღება ექცევა. ახალი სიცოცხლის დაბადებისას დედები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან. ორსულებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო და ჯანმრთელი მომავალი. ცნობებს ორსულობასა და კორონვირუსის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეისათვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ორსული ქალები მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მათ ორგანიზმში მიმიდინარე იმუნური სისტემის ცვლილების გათვალისწინებით, ისინი მეტად მოწყვლადი არიან ზოგიერთი რესპირაციული ინფექციის მიმართ. ამიტომ, ვირუსის სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენისას, როგორიცაა ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად უნდა მიმართონ ექიმს.

როგორ შეიძლება დაიცვან თავი COVID-19-სგან ორსულებმა?

  • დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით
  • მოერიდეთ ხელის შეხებას სახის არეში

შეიძლება თუ არა კორონავირუსი ახალშობის დედისგან გადაეცეს?

ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულმა ქალმა მშობიარობის ან ორსულობის პერიოდში, ნაყოფს ან ახალშობილს გადასცეს ვირუსი.

შეუძლია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ძუძუთი კვება?

კი, რა თქმა უნდა, შეუძლია ჰიგიენური ნორმების დაცვით.

რა ხდება საკეისრო კვეთის დროს?

ორსული ქალები COVID-19-ის საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის დროს არ საჭიროებენ საკეისრო კვეთას, რადგან დაბადების მეთოდი უნდა განისაზღვროს დედის სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი მსოფლიო საფრთხედ გამოაცხადა. საქართველოში კი კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დღეისათვის საქართველოში კოვიდინფიცირების 1213 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 994 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.