მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება
1632388940
COVID-19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ Pfizer BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და დაავადების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გზას უხსნის „ფაიზერის“ მესამე დოზის მიღებას მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ვაქცინის მეორე დოზა უკვე მიიღო მინიმუმ ექვსი თვის წინ.

„ფაიზერის“ კომპანიამ მიმართა სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA–ს), რათა გააფართოოს ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცება 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის და გასულ კვირას წარუდგინა მონაცემები FDA–ს მრჩეველთა გარე ჯგუფს.

„ამან შეიძლება არსებითად მწვანე შუქი აუნთოს უკვე აცრილი ზრდასრული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს“, - ამის შესახებ ინფექციური დაავადებების ეროვნული ფონდის (NFID) სამედიცინო დირექტორმა, უილიამ შეფნერმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჯანდაცვის რვა მაღალჩინოსანმა, აგვისტოში უკვე განაცხადეს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ საკონსულტაციო ჯგუფმა თქვა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება მოსახლეობისთვის ვაქცინაციის მესამე დოზის მხარდასაჭერად და ასევე, მიმდინარეობდა უსაფრთხოების უფრო მეტი მონაცემის შეგროვება.

„ამ დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) პირველი ავტორიზაცია COVID 19-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღების შესახებ არის კრიტიკული ეტაპი“, - განაცხადა „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ.

FDA–ს საკონსულტაციო საბჭოს აზრი გაყოფილია, ზოგი მიიჩნევს, რომ მესამე დოზა აუცილებელია, სააგენტოს ზოგიერთი უფროსი მეცნიერი კი ამტკიცებდა, რომ ამჟამინდელი მონაცემებით ისინი მხარს არ უჭერენ გადაწყვეტილებას.

ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და ბრიტანეთმა, უკვე ჩაატარეს კამპანია COVID 19-ის ვაქცინის მესამე დოზის მისაღებად. შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში დართო ნება ბუსტერ დოზას დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის და 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა „ფაიზერის“ მესამე დოზა უკვე მიიღო.

იხილეთ აგრეთვე:

✅ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

✅5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინაცია უსაფრთხოა - კვლევა

✅„ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“ - ჯო ბაიდენი