მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“ - ჯო ბაიდენი

„ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ -ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება არის „მნიშვნელოვანი მომენტი პანდემიასთან ბრძოლაში“.

„მაშ, ნება მომეცით ხმამაღლა და ნათლად ვთქვა - თუ თქვენ ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, ვინც განაცხადა, რომ ვაქცინას არ მიიღებდა მანამ, სანამ სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მას სრულად არ დაამტკიცებდა, გაცნობებთ, რომ ეს უკვე მოხდა. ის მომენტი, რომელსაც ელოდებოდით, უკვე დადგა. დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“, - აცხადებს ბაიდენი.

მისი თქმით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია.

„ისინი, ვინც ელოდებოდნენ სრულ თანხმობას, უნდა წავიდნენ ახლავე. ვაქცინაცია უფასოა, ადვილია, უსაფრთხოა, ეს არის ეფექტური და მოსახერხებელი“, - აღნიშნავს ბაიდენი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

👉 აშშ-ში ფაიზერს მუდმივი ლიცენზია მიენიჭა