მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია დელტა შტამის მიმართ? ამერიკელი სპეციალისტის განმარტება

დელტა შტამი
1629721586
COVID-19

დელტა შტამი, მისი თავისებურებები და ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანობა - ცნობილი ამერიკელი ექიმი სტეისი კლატსი სტატიას აქვეყნებს, რომელიც გამოცემაში tampabay.com დაიბეჭდა.

დელტა ვარიანტი მართლაც ძალიან სახიფათოა კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია და სხვა წესების დაცვა. აი, რას წარმოადგენს დელტა ვარიანტი და როგორ შეიძლება მისი დამარცხება:

1️⃣ დელტა შტამს წვეტ-ცილაში მუტაციების გარკვეული ნაკრები გააჩნია

დელტა შტამის წვეტ-ცილაში არსებული ნაკრების მეშვეობით ვირუსის ეს შტამი ძალზე ადვილად უმაგრდება ადამიანის უჯრედებს და აღწევს მათში. წარმოიდგინეთ, რომ ვირუსის ჩვეულებრივ შტამს სიროფი აქვს წასმული, ხოლო დელტა შტამს - სუპერწებო.

2️⃣დელტა ვარიანტი და პირის ღრუ

პირის ღრუზე დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში დატვირთვა 1000-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვარიანტის შემთხვევაში. ეს ლაბორატორიული კვლევების შედეგად არის დადასტურებული.

3️⃣ დელტა შტამი ბევრად გადამდებია და გადადების შესაძლებლობით ახლოსაა ჩუტყვავილასა და წითელასთან

კოდი R0 - ანუ რამდენ ადამიანს შეუძლია გადასდოს ინფიცირებულმა ვირუსი - წინა შტამების შემთხვევაში ის 2–2.5 შეადგენდა. დელტა შტამის შემთხვევაში კი 8-ს უდრის. ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია ინფექციური დაავადებისთვის. შესაბამისად, დელტა შტამით გამოწვეული ტალღა წინა შემთხვევებს რადიკალურად განსხვავდება.

4️⃣ დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმზე დატვირთვა ძალზე მაღალია პირველი 5 დღის განმავლობაში

ვაქცინირებული ადამიანების პირის ღრუზე დატვირთვა ასევე მაღალია პირველი ხუთი დღის განმავლობაში, მაგრამ 5 დღის შემდეგ ის სწრაფად იკლებს. ხოლო არავაქცინირებული პაციენტის პირის ღრუზე ეს დატვირთვა რჩება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმის შეფასებისას, თუ რატომ უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ვაქცინა და რატომ არის არავაქცინირებული ადამიანი ნაკლებად გადამდები.

5️⃣ დელტა შტამი აქტიურად ვრცელდება ახალგაზრდებში

ფლორიდაში ბავშვთა საავადმყოფოები გადავსებულია. ეს ძალზე ცუდია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი სასწავლო წელი იწყება. იმედი მაქვს, რომ მალე ბავშვთა ვაქცინები გაჩნდება, რომლითაც 5-11 წლის პაციენტები აიცრებიან.

6️⃣ვაქცინა მუშაობს!

დღეს არსებული ვაქცინები ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ადამიანი ანტისხეულებს გამოყოფს, რომლებიც ვირუსს უფრო ადვილად ამარცხებენ. აი, წარმოიდგინეთ შეიარაღებული ბოროტმოქმედი (ვირუსი), რომელიც თქვენს სახლში (ორგანიზმში) შეჭრას ცდილობს. თუ ვაქცინირებული ხართ, ვირუსი თქვენს სახლში შეიძლება მაინც შეიჭრას (თუმცა ამის ალბათობაც ნაკლებია), მაგრამ ეს რომც გამოუვიდეს, კარის უკან მას სახლის შეიარაღებული პატრონი დახვდება. ამიტომ ვირუსის განადგურება და ორგანიზმის გაწმენდა მანამდე ხდება, ვიდრე ადამიანი მძიმედ დაავადდება.

7️⃣ ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენა

ვაქცინაციის შემთხვევაში მეორადი დაავადების ალბათობა 8-ჯერ მცირდება, ანუ გამოდის, რომ სიკვდილიანობა 25-ჯერ მცირდება. ეს შესანიშნავი შედეგია! თუ სხვა პანდემიებს და ვაქცინების ეფექტიანობას შევადარებთ, გამოდის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ძალზე ეფექტიანია.

8️⃣ ვაქცინირებული ადამიანებისგან ინფექციის გადაცემის ალბათობა 3-ჯერ იკლებს, მაგრამ ის მაინც არსებობს

სწორედ ამიტომ ვაქცინაციის შემდეგაც აუცილებელია პირბადის გამოყენება, რაც სხვა პირების დაცვაა თქვენი ინფიცირების შემთხვევაში. ამიტომ თქვენ ვირუსის გადაცემის ციკლი უნდა შეაჩეროთ“, - წერს სტეისი კლატსი.

ცნობისთვის, დოქტორი სტეისი კლატსი აიოვას უნივერსიტეტის პათოლოგიის და მიკრობიოლოგიის კლინიკური ადიუტანტ-პროფესორია და ვირჯინიის შტატის ჯანდაცვის სისტემის პათოლოგიის და ლაბორატორიების სამსახურის ხელმძღვანელია. ის ასევე კლინიკური მიკრობიოლოგიის ნაციონალურ საბჭოს ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე:

დელტა შტამი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა - ამერიკელი მეცნიერები

რა შემთხვევაში შეჩერდება დელტა შტამი - ზაზა წერეთელი პირობას ასახელებს

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია