მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეულების მაღალი ტიტრი მაქვს“ - ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი
1627142464
COVID-19

„მე თვითონ ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი მქონდა გადატანილი და მქონდა ანტისხეულების ძალიან მაღალი ტიტრი. 10 თვის განმავლობაში არც დაკლებულა, მაგრამ მაინც ავიცერი, რადგან დელტა შტამის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ არის ძალიან ეფექტური და ვაქცინაციასთან ერთად უფრო ეფექტურია დაცვა“, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგმა ნანა გეგეჭკორმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი აიცრება, კორონავირუსს მუტაციის ნაკლები შანსი ექნება.

„ჩემი ოჯახის წევრების უმეტესი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი კი დარეგისტრირებულია და უნდა აიცრას. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. თუ ყველანი ავიცრებით, ნაკლები რეზერვუარი ექნება ვირუსს, ნაკლები შანსი ექნება მუტაციის და გაიზრდება იმის შანსი, რომ მალე დამთავრდეს პანდემია“, - აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 400 698-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 665 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 371 434 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი“ - NCDC-ის განცხადება

👉 სინგაპურში ვაქცინირებული ადამიანები ბოლოდროინდელი კოვიდინფიცირებულების ¾-ს შეადგენენ

👉 „ჩემი ერთი 12 წლის პაციენტი დღეს ავცერით „ფაიზერით“ - თემურ მიქელაძე