მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„AY 4.2 ვარიანტი ვაქცინების ეფექტიანობაზე გავლენას არ ახდენს“ - CDC დირექტორი

რა ხდება მას შემდეგ რაც იმუნური სისტემა გაძლიერდება?
1634844321
COVID-19

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY 4.2 კორონავირუსის ვაქცინებზე გავლენას არ ახდენს“, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა დოქტორ როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY 4.2 რუსეთის გარდა, ასევე დაფიქსირებულია აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, თუმცა მისი სწრაფად გავრცელება არ ხდება და კლასტერებს არ იწვევს.

„ამ დროისთვის, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AY 4.2 გავლენას ახდენს ამჟამინდელი ვაქცინების ან თერაპიული საშუალებების ეფექტიანობაზე. AY 4.2 ვარიანტმა მიიპყრო გარკვეული ყურადღება ბოლო დღეებში. AY 4.2 არის დელტას ვარიანტის ქვედანაყოფები, რომელიც ახლახან გამოვლინდა“, - აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.

ვალენსკი აცხადებს, რომ CDC კორონავირუსის ახალ ვარიანტებს განსაკუთრებით აკვირდება.

„ჩვენ განსაკუთრებით ვაკვირდებით ქვეხაზებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თერაპიულ მეთოდებზე, როგორიცაა მონოკლინური ანტისხეულები და ვაქცინები“, - დასძენს CDC დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ უფრო მეტია - როშელ ვალენსკი

👉 რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა