მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ მეტია - როშელ ვალენსკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ
1634842994
COVID-19

„არავაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 18-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში“, - ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

„2021 წლის 28 აგვისტოს დასრულებული კვირის მდგომარეობით, სრულად აცრილ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 4.5 იყო, ხოლო არავაქცინირებულებში 83.6“, - განაცხადა როშელ ვალენსკიმ.

არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.

ვალენსკი, ასევე, აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ციფრმა შედარებით იკლო.

CDC დირექტორის ცნობით, ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“