მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი ბაღდათში
1619331402
COVID-19

ერაყის დედაქალაქში, იბნ-ხატიბის კოვიდსაავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აფეთქებას, დაახლოებით, 27 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, განყოფილებაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია 46 ადამიანი.

ოფიციალური უწყებების განცხადებით, იმის გამო, რომ საავადმყოფოს არ ჰქონდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია მსხვერპლის გაზრდა, რადგან ბევრს აღენიშნება ძლიერი დამწვრობა.

აგრეთვე იხილეთ:

კორონავირუსის კრიზისი - კაპილ სიბალი ინდოეთის პრემიერს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას სთხოვს