მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის კრიზისი - კაპილ სიბალი ინდოეთის პრემიერს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას სთხოვს

კორონავირუსი, კოვიდ-19 Pia.ge
1619201670
COVID-19

ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი კაპილ სიბალი ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა დამოდარდას მოდის ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სთხოვს, ხოლო საარჩევნო კომისიას მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა კაპილ სიბალმა, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარდა, წინასაარჩევნო მიტინგებთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაც მოითხოვა.

„კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულების. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში. გამოცხადდეს მორატორიუმი წინასაარჩევნო მიტინგებთან დაკავშირებით. დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, - წერს „ტვიტერზე“ კაპილ სიბალი.

ინფორმაციისთვის, 23 აპრილის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 298540, ხოლო გარდაცვალების 2056 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოეთში კორონავირუსით გამოწვეულ საგანგაშო მდგომარეობას ჟურნალისტი რაჯიპ სარდესაიც გამოეხმაურა.

„ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების შემთხვევები სწრაფად იზრდება. პანდემია კონტროლს მაშინ ექვემდებარება, როდესაც ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს. ამ მომენტისთვის ტრენდის ხაზები საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება და არა ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება. იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ!“, - წერს ჟურნალისტი „ტვიტერზე“.