მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებათ

სამუდამო იმუნიტეტი
1622183334
COVID-19

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს, იმუნიტეტი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უნარჩუნდებათ. ამის შესახებ აშშ-ის ორი სამეცნიერო დაწესებულების, ვაშინგტონის იმუნოლოგიის უნივერსიტეტის და მოლეკულური ბიოლოგიის ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევებშია აღნიშნული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამ კვლევის მიხედვით, იმუნიტეტი იმ შემთხვევაშიც რჩება, თუ ადამიანმა დაავადება მარტივ ფორმაში გადაიტანა. ის შეიძლება ათწლეულები ან ცხოვრების ბოლომდე დარჩეს.

აქამდე ჩატარებული უმეტესი კვლევების შედეგად მიიჩნეოდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში არ რჩება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების კონცენტრაცია ადამიანის სისხლში სწრაფად იკლებს. შესაბამისად, ისინი ფიქრობდნენ, რომ იმუნიტეტი 1,5 – 2 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

ექსპერტების ახალი დასკვნა სამუდამო იმუნიტეტის შესახებ იმაზეა აგებული, რომ ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს არა მარტო სისხლში არსებული ცილოვანი მოლეკულები-ანტისხეულები, არამედ ე.წ. მეხსიერების Т უჯრედებიც ქმნიან.

მას შემდეგ რაც ორგანიზმმა ახალი დაავადების წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშავა, ლიმფოციტები ინფექციის კოდს იმახსოვრებენ და განმეორებითი ინფიცირების შემთხვევაში მაშინვე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას, რაც სწრაფ იმუნურ პასუხს ქმნის.