მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მოლდოვაში ბოლო 72 საათის განმავლობაში 74 ადამიანი დააკავეს

მოლდოვის დროშა

მოლდოვაში ბოლო 72 წლის განმავლობაში 74 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დაკავებულები არიან ეჭვმიტანილები იმაში, რომ სერბეთში, რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით სპეციალური მომზადება გაიარეს და მათ ქვეყანაში მასიური არეულობის და ძალადობის ინსპირირება უნდა მოეწყოთ.

კორუფციასთან ბრძოლის პროკურორის, ვიქტორ ფურგუნეს თქმით, საერთო ჯამში ამ საქმეში 111 ადამიანი ფიგურირებს. ისინი რეგულარულად დადიან სერბეთში, სადაც სპეცმომზადებას გადიოდნენ. მონაწილეები 400 ევროს იღებდნენ და პოლიციური კორდონების ნგრევის, წინააღმდეგობის გაწევის, რეზინის ხელკეტების გამოყენების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ტექნიკას ასწავლიდნენ.

„კრემლი ასობით მილიონ ევროს ხმარობს, რათა მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე ასიათასობით ხმა შეიძინოს. ბევრი ადამიანი ფულს იღებს, რათა არეულობა და ძალადობა გამოიწვიონ და შიში დათესონ“, - განაცხადა სანდუმ.

მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სააგენტო Bloomberg იუწყება, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეიმუშავა მოლდოვის არჩევნებში ჩარევის გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლებიდან მაია სანდუს ჩამოშორება და მოლდოვის საგარეო კურსის შეცვლა.

მოლდოვის პოლიციამ წინა დღეებში 250-მდე ჩხრეკა ჩაატარა, რომლებიც ასევე ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ფარგლებში ხდება.