მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა

სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა
1624899463
COVID-19

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, კვლევისას ორი დოზა „ფაიზერის“, ორი დოზა „ასტრაზენეკასა“ და მათი შერევის შედეგად გამოვლენილი ეფექტი შეადარეს.

მეცნიერების თქმით, ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მყარ იმუნურ სისტემას ქმნის.

კვლევაში მონაწილეობა 850 ადამიანმა მიიღო. ისინი ოთხკვირიანი შუალედით აცრეს.

კვლევებით დადგინდა, რომ „ასტრაზენეკას“ შემდეგ „ფაიზერით“ აცრა უფრო ეფექტურია, ვიდრე „ფაიზერითა“ და შემდეგ „ასტრაზენეკათი“. თუმცა, ორივე ვარიანტში ორგანიზში იმაზე მეტი ანტისხეულები დაფიქსირდა, ვიდრე იმ ადამიანებში ვისაც ორივე დოზა „ასტაზენეკა“ აქვს გაკეთებული.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, არ ჩაიკეტოს ქვეყანა“

ვაქცინაციის პროცესი ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა