მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 104 ადამიანი აიცრა

ევროკავშირი 3 მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინის წარმოებას ისახავს მიზნად
1616656804
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 104 ადამიანი აიცრა.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 4152 ადამიანია აცრილი.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 279 027-ს შეადგენს.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს.

დღეს კი, საქართველომ „ფაიზერის“ 29 500 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.