მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1706 ადამიანი აიცრა

ევროკავშირი 3 მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინის წარმოებას ისახავს მიზნად
1619596099
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა.

28 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 41 801 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 4 397 ადამიანი.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე კი 61838 ადამიანი დარეგისტრირდა, მათმა უმრავლესობამ უპირატესობა „ფაიზერის“ ვაქცინას მიანიჭა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

💉918 თბილისი, 130 სამეგრელო - ზემო სვანეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

💉თბილისში ჩინურ ვაქცინაზე აცრის მსურველთა ადგილები სრულად შეივსო