მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე აცრის მსურველთა ადგილები სრულად შეივსო

ჩინური ვაქცინა
1619552562
COVID-19

თბილისში, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე სისტემის გახსნიდან 3 საათში ადგილები სრულად შეივსო. ამის შესახებ რეგისტრაციის ბმულიდან ხდება ცნობილი.

რაც შეეხება რეგიონებს, ჩინურ ვაქცინაზე მსგავსი მოთხოვნა არ შეინიშნება.

18 წლის ზემოთ მოქალაქეების „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს, 20:00 საათიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge.

ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი კი დაიწყება 4 მაისიდან.

ინფორმაციისთვის ჯანმო „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 29 აპრილს მიიღებს.