მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3667 ადამიანი აიცრა

აცრა
1625040874
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3667-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 261 652 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი, ხოლო 603 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 366078-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5316 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 351747 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,53%, ბოლო 14 დღის - 2,59%, ბოლო 7 დღის - 2,69%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅რამდენად ეფექტურია „სინოვაკის“ ჩინური ვაქცინა COVID 19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ? - Reuters

✅„ასტრაზენეკას“ პირველ და მეორე დოზით ვაქცინაციის 10 თვემდე ინტერვალი დამცველობით უნარს ზრდის

✅BBC: სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ კარგ დაცვას იძლევა