მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 689 ადამიანი აიცრა

აცრა
1620719627
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 689 -მა ადამიანმა გაიკეთა.

11 მაისის მონაცემებით, ჯამურად 67 136 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

„მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით“- პაატა იმნაძე

✅„მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შევძლებთ“- ეკატერინე ტიკარაძე

✅„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე