მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შევძლებთ“- ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1620385586
COVID-19

„ამ ეტაპისთვის ქვეყანაში აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ხოლო ორმაგი ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს 9 ათას მოქალაქეზე მეტს“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, „საბჭომ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გაცილებით მეტი რაოდენობას მოსახლეობას მივეცით ხელმისაწვდომობას ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აქვს ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე, რომელიც ასევე მიწოდების უსაფრთხოებითაც არის უზრუნველყოფილი.“

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არის საკმარისი ვაქცინა, რათა დაკმაყოფილებული იყოს ის არსებული მოთხოვნა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კვირის მანძილზე ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელიც კალენდარითაც იყო მოწოდებული, ეს იყო დღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი სამი ათასი. გუშინ ჩვენ გვყავდა სამი ათასზე მეტი აცრილი, ასევე გუშინწინ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ და ეს იყო 3 600 პაციენტზე მეტი, რომელმაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარა. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი უსაფრთხოდ გაგრძელდეს.

აცრილია ამ ეტაპზე 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს. ისევე როგორც ევროპისა და სხვა დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენ მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. ამისათვის დამატებით მიმდინარეობს მზადება, არჩეული იქნება ოთხი მსგავსი დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 087 -მა ადამიანმა გაიკეთა.

7 მაისის მონაცემებით, ჯამურად 54 687 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅ამირან გამყრელიძე პოსტკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს

✅„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა