მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით, პირველ სამეულში ვართ“ - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1629620003
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების ფაქტების რაოდენობით, ბოლო კვირების მონაცემებით, მსოფლიოს პირველ სამეულშია.

მისივე განმარტებით, წელიწად-ნახევრის შედეგებით, საქართველო ოცეულში ხვდება.

„საკმაოდ წითელ ზონაში და საკმაოდ მაღლა ვართ. თუ ავიღებთ მაჩვენებელს, რამდენია ინფიცირებული 100 000 ან მილიონ მოსახლეზე ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამით ვართ პირველ ოცეულში. თუმცა, ბოლო ერთი ან ორი კვირის მონაცემებს თუ ავიღებთ 100 000 მოსახლეზე, რა თქმა უნდა, როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით, ვართ პირველ სამეულში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დელტა ვარიანტი ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად განიხილება“ - ივანე ჩხაიძე

👉 „დღეს სრული ლოკდაუნიც რომ გამოცხადდეს, უახლოესი რამდენიმე კვირის სიკვდილიანობას ვერ შეცვლის“ - ნანა გეგეჭკორი

👉 „რეანიმაციაში დელტა შტამით, წლამდე ასაკის ბავშვები წვანან“ - მაია ჩხაიძე