მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა ვარიანტი ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად განიხილება“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1629564652
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმედის ეთერში სიკვდილიანობის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის უკან დელტა ვარიანტი დგას.

„სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არის. პიკი 17 აგვისტოს იყო, როდესაც მართლაც კატასტროფული რიცხვი 6 200 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის უკან დგას დელტა შტამი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აგრესიული მიმდინარეობით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით.

დელტა ვარიანტი დღეს განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ რესპირაციულ ვირუსად, რომელმაც განაპირობა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, მაღალი მიმართვიანობა. ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

მეოთხე ტალღა, საქართველოში უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მესამე და მეორე. სამწუხაროდ, ბრძოლის გზები მინიმალურია. მსოფლიოს არ გვაქვს ეფექტური ანტივირუსული საშუალება. ერთადერთი გზა რაც გვაქვს, არის ეფექტური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მკაცრი შესრულება და მეორე - მექანიზმი, რაც საქართველოში ბოლო კვირებში აქტიურად გამოიყენება, ეს არის მასობრივი იმუნიზაცია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“

👉 „ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, აცრილი ადამიანების ზრდაა“