მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინა 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცეს

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა  „სინოვაკის“ ვაქცინა 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა
1630960837
COVID-19

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ COVID 19-ის „სინოვაკის“ ვაქცინა 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად დაამტკიცა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მისცემს უფრო მეტ ადამიანს ჩაერთოს ქვეყანაში სწრაფი ინიექციის კამპანიაში.

სამხრეთ ამერიკის ქვეყანამ უკვე დაამტკიცა Pfizer Inc/BioNTech (PFE.N) (22UAy.DE) ვაქცინის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, მაისიდან 654,053 მიიღო მინიმუმ ერთი დოზა.

„ეს შესანიშნავი ამბავია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც არ იყო ჩართული ვაქცინაციის პროცესში“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ენრიკე პარისი.

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ მოწვეული შემფასებელი კომისიის ექსპერტებიდან ხუთმა მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებას, ორმა ხმა მისცა აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრას, ხოლო ერთმა აღნიშნული პრეპარატით ბავშვების აცრის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„სინოვაკს“, ასევე, ბავშვებში საგანგებო მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიღებული აქვს ინდონეზიასა და ჩინეთში.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „სინოვაკის“ ვაქცინა ბავშვებში 3-დან 17 წლამდე უსაფრთხოა“

👉 „შესაძლებელია რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა დღეიდანვე დავუშვათ“

👉 ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

👉 „ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ბავშვების აცრა“ - ბიძინა კულუმბეგოვი