მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ბავშვების აცრა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1630307376
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სატელევიზიო ეთერში ბავშვების ვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი აცრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ დავიწყოთ ბავშვების აცრა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების. ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ, ბავშვების 99.9%-ში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა, მაგრამ ხშირად ამ სოციალიზაციის შემდგომ, სკოლა, ბაღი, ბავშვები აგენერირებენ და სახლში მიაქვთ ინფექცია.

ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვების ინფიცირების ძირითადი წყარო უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა, რაც შესაძლებელია უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, აუცილებლად მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ.

ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში არის, ავტორიზებულია ჯანმოს მიერ და ყველა ვაქცინას შეუძლია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილიანობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირება“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის შესაძლებელი იქნება“

👉 რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია?

👉 „არსებობს „გონივრული შანსი“, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის ნებართვა მიიღონ“