მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინური ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია იწყება

სინოფარმი
1619503711
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება, ხოლო ვაქცინაცია 4 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა კვლევებით, „სინოფარმს“ 86%-მდე აქვს ეფექტურობა.

დღესვე, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ასაკობრივ ჯგუფებზე განაწილდება „სინოფარმის“ ვაქცინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ვაქცინაცია ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით“ მიმდინარეობს.