მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია 15 მაისიდან დაიწყება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - ასტრაზენეკა - Pia.ge
1619426647
COVID-19

15 მაისიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 55 წლამდე პირებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა გაიკეთა და სერიოზული გართულება არ ჰქონია, რეკომენდებულია მეორე დოზის გაკეთებაც.

„იმ პირებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა გაიკეთა, ყველა რეკომენდაციით, მათ შორის ჯანმო-ს და ევროპის წამლის სააგენტოსი, სასურველია, რომ გამოყენებული იქნეს ასევე „ასტრაზენეკა“. ასაკობრივი შეზღუდვა არ დაუწესებია არც ევროპის წამლის სააგენტოს და არც ჯანმო-ს, ეს დააწესა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. ქვეყნებმა სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარი დააწესეს ან საერთოდ არ დააწესეს, ამიტომ ეს საკითხი საქართველოში კიდევ იქნება განხილული.

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრები დაიწყება დაახლოებით 15 მაისიდან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

ამ დროისთვის ვაქცინაცია ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით“ მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, ჯამში აცრილია 38 553 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დადასტურებულია თუ არა საქართველოში COVID 19-ის ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური შტამები?

👉 მსოფლიო მასშტაბით ერთჯერადად 1 მილიარდი ადამიანია აცრილი

👉 იტალიაში ინდოეთიდან შესულ ადამიანებზე შეზღუდვები წესდება