მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა  ცენტრის დირექტორი
1634718283
COVID-19

„ვითარება საკმაოდ რთულია, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება მოსალოდნელია.

„ვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა, რადგან ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მძიმე არ არის.

პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა ეს დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს კვლავ პაკეტი გადაწყვეტილებების. გეთანხმებით, ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება. რა იქნება ეს, ამას საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდპასპორტების შემოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირებს რომელთაც არ ექნება კოვიდპასპორტი, შეზღუდვები დაუწესდება.

„დარწმუნებული იყავით, რომ კოვიდპასპორტები ამოქმედდება. ვერ გეტყვით როდიდან, თარიღს მე ვერ ვადგენ. მრავალი მიდგომაა კოვიდპასპორტებთან მიმართებით, რომელს აირჩევს საქართველო, საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. იმ პირებს, რომელთაც ეს პასპორტები არ ექნებათ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე