მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

„მეხუთე ტალღამ  სტარტი აიღო“
1634707522
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და ეპიდემიოლოგმა მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაუარესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრეს.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ არსებული სიტუაცია კატასტროფულია და არც იმას გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლების გახსნა.

დევი ტაბიძე აღნიშნავს, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

„მდგომარეობა არის კატასტროფული ამას სხვა შეფასება ვერ მოჰყვება. ყველაფერი მოსალოდნელია შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს. რეგიონებში ადგილი არ იყოს, ქალაქი გადაივსოს. უკვე დგება ის მომენტი, რომ აცრა უნდა გახდეს სავალდებულო გარკვეული კატეგორიის მუშაკებისთვის, რომელთაც კავშირი აქვთ ბავშვებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და ა.შ“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე, ასევე, საუბრობს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა მძიმეა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის სერიოზული, მძიმე. ბოლო რამდენიმე დღეა შეინიშნება მზარდი მატება ინფიცირებულმა რიცხვის. ინფიცირებულთა რიცხვის მომატება, ისევ და ისევ არის მოსალოდნელი, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ურთულესი. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. სხვა გამოსავალი არა რის და წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემია შეიძლება ძალიან დიდხანს და დაუსრულებლად გაგრძელდეს“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე