მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდავის მინისტრი
1635067033
COVID-19

„ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

ამასთან ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება.

„დღევანდელი ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი გახლავთ 1.32, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი იყო 1.72. ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოეფიციენტმა დაიწია, აქედან გამომდინარე, ჩნდება მოლოდინი, რომ შემდეგი კვირის ბოლოს აბსოლუტურ რიცხვში გვექნება დაბალი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ დაწესდეს რამე დამატებითი შეზღუდვები.

გარკვეულ წამახალისებელ ღონისძიებებზე ვმსჯელობთ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფისთვის იქნება შერჩეული“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე