მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

დაავდებათა ცენტრის დირექტორი
1635064254
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ვაქცინაცია ნოემბრიდან შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორს ეტყობა, ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია.

დღევანდელი მონაცემებით საიმედო პროგნოზი არ არის. ზეწოლა უკვე ჯანდაცვის სექტორს ეტყობა. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა.

გასული კვირის განმავლობაში ბევრ სოფელში ვიყავი და რომ გითხრათ, დამყოლობა კარგია, მოვიტყუები. 2 ანტივაქსერული მოძრაობა ორ ადგილზე პირდაპირ დაგვხვდა, ხელჩართულ ბრძოლაში გადადის მათი ქცევა.

მთავარი ბარიერი არის ალბათ ის, რომ ვაკლებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მარტო კომუნიკაციითაც ვეღარ გავაძლიერებთ ვაქცინაციას. თვითონ გვეუბნება მოსახლეობა, რომ თუ შემოიტანთ სავალდებულო ვაქცინაციას, ავიცრებით, ისე არ მინდა აცრა. მესმის, რთული გადასაწყვეტია სავალდებულოს პრინციპების შემოტანა აცრების კამპანიაში, მაგრამ, ალბათ მოგვიწევს, სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვხედავ, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მანდატურიზმი, ვფიქრობ, რომ აუცილებელი გახდება ნოემბერში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

👉 „მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი