მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არიან თუ არა დაზღვეული ორსულები, რომლებიც აიცრნენ? - ამირან გამყრელიძის განმარტება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1630604527
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორსულთა ინფიცირების შემთხვევათა მატება და ასევე, ლეტალური შემთხვევების მატება დაკავშირებულია ქვეყანაში ახალი შტამის ცირკულირებასთან.

მისი თქმით, ორსულებში კორონავირუსული ინფექციის ძლიერი ტალღა ქვეყანაში შარშანაც იყო.

„ზოგადად, მოიმატა ფეხმძიმობის დროს გლობალურად ინფიცირების და გართულების მაჩვენებელმა. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მთავარია დღეს აცრები. იმ 18 ვაქცინიდან, რომელიც მსოფლიოში ადმინისტრირდება, ორსულებზე ყველა არ გამოიყენება.

ბევრ ვაქცინას არ აქვს ნებართვა ორსულების ვაქცინაციის, არის მხოლოდ რამდენიმე ვაქცინა, რომელზეც გაცემულია ნებართვა, ესენია: „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“.

ჩვენი მთავარი მიმართვა ყველა ექიმისადმი არის, რომ ორსულებს ყველამ მოვუწოდოთ და ყველამ ვთხოვოთ, რომ დროულად აიცრან.

ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე არის რეკომენდაცია აცრის, რადგან ფატალური შემთხვევები არ გვქონდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბოლო 1 კვირის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

„დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. სამწუხაროდ სიკვდილიანობის ინდიკატორი ყველაზე მძიმეა. ჭარბი სიკვდილიანობა გვაქვს მხოლოდ აგვისტოში, ლეტალობა დაახლოებით პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ დაიკლებს.

ჯერჯერობით რთულია კლების ინდიკატორის შემცირებაზე ლაპარაკი, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება, თუ ჩვენ ყველა დავემორჩილებით რეკომენდაციებს და შევალთ იმ ადამიანთა მდგომარეობაში, რომლებიც მძიმედ არიან საავადმყოფოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილებები შემოდგომაზე იქნება მიღებული“ - ამირან გამყრელიძე