მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამ დიდ ქალაქში

ეკატერინე ტიკარაძე
1616657661
COVID-19

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინა 14 000 პირს მოხმარდება.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისგან განსხვავებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაკეთდეს 3-4 კვირის ინტერვალით, ამიტომ დღეს ქვეყანაში არსებული ვაქცინის რაოდენობა გადანაწილდება 14 000 ადამიანზე.

„დიდ ხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც იქნა საქართველოშია, შემოვიდა უცვლელი - 29 500 დოზა. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის პირველი ვაქცინის გაკეთებიდან 3-4 კვირაში მეორე დოზის გაკეთება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება მეორე ნაკადზე დალოდება, როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მოხდა. შესაბამისად, რისკი არ შეექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვაქცინა გადანაწილდება 3 ქალაქის 6 კლინიკაში. თბილისში - ბოკერიას კლინიკაში, რესპუბლიკური საავადმყოფოში, ამტელის კლინიკასა და კავკასიის მედიცინის ცენტრი.

ბათუმში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში.

აგრეთვე იხილეთ:

🔷დღეიდან ვაქცინაციას 65 წელს გადაცილებული ადამიანებიც შეძლებენ