მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - თამარ გაბუნიას განმარტება

წიგნები და მაღვიძარა
1628156728
COVID-19

„სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება არც ერთ ჯგუფთან მიმართებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია.

„სექტემბრამდე დარჩენილია სამი კვირა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურ ვაქცინაციას ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში.

დღეს გაიხსნა სპეციალურად ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი სივრცეები, სადაც რეგისტრაციის გარეშე, წინასწარ ორგანიზებული აცრით პირველი ჯგუფი აიცრა.

იგივე მოხდება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რათა საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. ყველაფერი სხვა, თუ როგორი ფორმით განახლდება სწავლა სექტემბერში, დამოკიდებული იქნება ეპიდვითარების განვითარებაზე, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აცხადებს გაბუნია.

გახდება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებისთვის? - კითხვას თამარ გაბუნიამ უპასუხა: „ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს. დღეს, ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის საკუთარი არჩევანით და ნებით ვაქცინაცია“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“

👉 „გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“