მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გამყრელიძე: გარდაბანში განვითარებული მოვლენები გვაღელვებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1595244428
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცოტა გვაღელვებს. რამდენიმე სოფელში 20 შემთხვევა დადასტურდა. ხვალიდან დაიწყება გაფართოებული კვლევები“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავიურის 1039 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 900 გამოჯანმრთელებულია, 16 გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 5534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 267 პაციენტი.