მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1628151187
COVID-19

„პირველ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია“- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუკ გვერდზე წერს.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან.

მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფრთხოება ახლა პრიორიტეტია ანუ ჩვენ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ.

1-ელ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია!!!

ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში.
აიცერი და ამით დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე!“, - წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“

👉 „გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“