მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განიხილება ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმება“- თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე
1624257825
COVID-19

„არ არის გამორიცხული მიმდინარე თვეში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნას, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება. ამასთან, შესაძლოა, მალე ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იყოს“, - ასეთია მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის ვარაუდი.

სპეციალისტების შეფასებით ამჟამად ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა. მედიკოსები ამბობენ, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, სიფრთხილე აუცილებელია.

„განიხილება ღია სივრცეებში პირბადის მოხსნაც. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამცდაარამც დახურულ სივრცეებში გაუქმებას. ჩვენ ახლა როგორმე ეს მესამე ტალღა უნდა გადავლახოთ ჩვენი პრევენციული ზომების განუხრელად გატარებით ყველა რეგულაციის დაცვით რათა ზაფხული გადავიტანოთ ნორმალურად“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მედიცინის წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პირბადის ტარების აუცილებლობა უნდა იყოს დახურულ ადგილებში ან ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ხალხმრავლობაა, სხვა შემთხვევაში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ადამიანები მაინც არღვევენ წესებს, ზოგს არასწორად უკეთია პირბადე, ამიტომ ასეთი რეგულაციის არსებობას ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება.

ინფორმაციისათვის, მიმდინარეობს განხილვა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნაზეც, თუმცა ეს ყოველივე დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიური დინამიკა მოგვცემს ამის საშუალებას.

იხილეთ აგრეთვე:

✅თენგიზ ცერცვაძე: ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ საქართველოს 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ აჩუქა

✅„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება, მაგრამ ეს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იყოს“ - გამყრელიძე

✅ჯანმოს განცხადების მიხედვით, სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს