მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გებრეიესუსი: ვაქცინის სამართლიანი განაწილების პერსპექტივები რისკის ქვეშაა

განცხადებას ავრცელებს
1611035632
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანო გებრეიესუსი განცხადებას ავრცელებს მისი თქმით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილებაში მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მან მოუწოდა ქვეყნებსა და მწარმოებლებს, რომ მსოფლიოში ვაქცინის დოზების უფრო სამართლიანად გავრცელება მოხდეს.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანო გებრეისუსმა განაცხადა, რომ სამართლიანი განაწილების პერსპექტივები ”სერიოზული რისკის” ქვეშაა.

„ამ ყველაფერმა „კოვაქსის“ ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შესაძლოა, შეაფერხოს და შექმნას სწორედ ისეთი სცენარი, ქაოტური ბაზრით, არაკოორდინირებული რეაქციით და განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური ნგრევით, რის თავიდან ასაცილებლადაც „კოვაქსი“ შეიქმნა.

ასეთი მიდგომა, "პირველმა მე" მსოფლიოს ღარიბ და ყველაზე დაუცველ მოსახლეობას რისკის ქვეშ აყენებს

საბოლოო ჯამში, ეს ქმედებები მხოლოდ პანდემიას გაახანგრძლივებს - დასძინა მან და მოუწოდა ქვეყნებს, თავიდან აიცილონ იგივე შეცდომები, რაც დაუშვეს H1N1 და აივ ინფექციების პანდემიის დროს „- თქვა მან ვირტუალურ ფორმატში ორგანოს ყოველწლიური აღმასრულებელი საბჭოს სხდომის გახსნისას.

როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გასულ წელს 44, მიმდინარე წელს კი სულ მცირე 12 ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია

✔️„ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს“ - ამირან გამყრელიძე

✔️ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია