მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1610962032
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მზად არის იმისთვის, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა შემოიტანოს. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, გეგმაში ძალიან მკაფიოდ არის დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა მზად არის.

„საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა. დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, ასევე, მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების აღიარება. რამდენიმე ვაქცინაა ამგვარი აღიარების, ეს არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და „მოდერნა“.

გეგმა, როგორც კი ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე მსგავსი აღიარების, რა თქმა უნდა, მასაც გაითვალისწინებს. გეგმაში ძალიან მკაფიოდ არის დაკონკრეტებული, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა მზად არის. ეს არის -80 გრადუსიანი, -20 გრადუსიანი და 2 და 8 გრადუსი, რა თქმა უნდა, რუტინული იმუნიზაციის ჯაჭვია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას ყველგან გავაკეთოთ ამ ტიპის ვაქცინაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „3000-მდე საწოლი თავისუფალია“ - თამარ გაბუნიას განმარტება

✔️ „3 ეტაპია გეგმაში განსაზღვრული“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე განმარტებას აკეთებს