COVID-19

გიორგი ღიბრაძე: კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა

ინტენსიური მუშაობის დღის
წესრიგში, პრიორიტეტი
ენიჭება ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრებ
მოსახლეობაზე ზრუნვას
1619004445
დაკოპირებულია

„ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში.

„ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება.

ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

👉30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1620630228

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319
სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურმა ქალაქ ბათუმში
ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

10 მაისს, თბილისის 7 უბნის ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.