საზოგადოება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი
საქართველოში
1619003324
დაკოპირებულია

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, კვლავ ძალაში რჩება კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა.

„დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების აღსრულებას და მკაცრ დაცვას. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით საბჭოს გადაწყვეტილებით კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ასევე, ძალაში რჩება კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი შაბათ-კვირას მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე. როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე“, - აცხადებს ღიბრაძე.

ამავე თემაზე:

🔴 „შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს“ - მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

1620633774

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1620632975
პოლიცია

პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსი...

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

10 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც 2019 წლის 10 მაისს ამოქმედდა. 2020 წელი იყო პირველი წელი, როდესაც სამსახურმა, სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქციით მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620626713
158 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 158 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.