მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს“ - ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1631698522
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს ირიბად ამცირებს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს. იმ კვლევის თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 25%-ით მცირდება იმ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის რისკი, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქვს ჩატარებული.

ამიტომ, ორ საქმეს ვაკეთებთ გრიპის ვაქცინის გაკეთებით. ერთი - ირიბად ვიცავთ თავს კორონავირუსისგან და მეორე - გრიპისგან, რომელიც საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. ახლა აღარ მიგვაჩნია გრიპი ჩვენ სერიოზულად კორონავირუსის ფონზე, თორემ გრიპის თავისი სერიოზული ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნამდვილად არ დაუკარგავს“, - აღნიშნა „იმედის“ ეთერში ჩხაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ასუსტებს იმუნიტეტს? ჩხაიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანები იზოლაციის დროს აკეთებენ.

„ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს. არ გავდივართ გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მზის სხივებთან ნაკლები კონტაქტი გვაქვს. ამ დროს იმუნიტეტი სუსტდება. არ გვაქვს შესაბამისი ფიზიკური აქტიურობა, ესეც ზეგავლენას ახდენს იმუნიტეტზე. არ ვიკვებებით სწორად, სახლში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იღებ უფრო მეტად არაჯანსაღ საკვებს, ზიხარ მონიტორთან. ყველაფერი რაც დაკავშირებულია პანდემიის დროს შეზღუდვებთან, იზოლაციასთან და მოქმედებს იმუნიტეტზე.

სამწუხაროდ ეს ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა, მაგრამ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ რადგან 1 წელი იზოლაციაში გავატარეთ, ჩვენი იმუნიტეტი გახდა ნაკლებად რეაქტიული. არ შეგვეშინდეს, ყველაფერი აღდგება, მაგრამ ეტაპობრივად უმჯობესია არ შევამციროთ აქტიურობა, გავიდეთ გარეთ, აუცილებელია მზე ბავშვებისთვის, ასევე, კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ“, - დასძინა ჩხაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „2019-2020 წლის გრიპის სეზონზე მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა“ - ჩხაიძე