მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2019-2020 წლის გრიპის სეზონზე მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა“ - ჩხაიძე

იაშვილის კლინიკის დირექტორი

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნიღბის ტარებამ, დისტანცირებამ და ხელების დაბანამ საქართველოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში ყველანაირი ვირუსი შეამცირა.

ივანე ჩხაიძის თქმით, ის რაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ასევე, მოქმედებს გრიპის საწინააღმდეგოდაც.

ჩხაიძე ამბობს, რომ წინა წლებში ასეთი შემთხვევები 1 კვირის განმავლობაში 15-20 შემთხვევა იყო, ახლა კი მთელ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა იყო.

„ორი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გრიპის შემცირებას ეხება. რასაც ვაკეთებთ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზუსტად ასე მოქმედებს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების საწინააღმდეგოდაც. ეს დაფიქსირებულია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, საქართველოს მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ 2019-2020 წლის გრიპის სეზონზე ჩვენ 2 შემთხვევა გვქონდა სულ გრიპის, ეს იყო ლაბორატორიულად დადასტურებული.

წინა წლებში ასეთი შემთხვევები 1 კვირის განმავლობაში 15-20 შემთხვევა იყო. ახლა მთელ სეზონზე გვქონდა სულ 2 შემთხვევა. ანალოგიური სტატისტიკაა ყველგან. ნიღაბმა, დისტანცირებამ, ხელების დაბანამ ყველაფერი შეამცირა. ამან ყველა ვირუსი შეამცირა. თუმცა კითხვა ხომ არ იქნება იმუნური სისტემისთვის ნეგატიური ზეგავლენის მქონე? ერთი ჩვენი კოლეგის გერმანელი ვირუსოლოგის პასუხია, რომელიც ამბობს „იმუნური სისტემა არ გახლავთ კუნთები, რომელიც შეიძლება უვარჯიშობისაგან სუსტად და ნაკლებად ფუნქციონირებდეს, იმუნური სისტემა ყოველთვის პასუხს გასცემს“.

როგორც კი გვექნება შეზღუდვების შემსუბუქება და სავარაუდოდ პირველი შემსუბუქება იქნება ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების სრული მოხსნა, შემდეგ დახურულ სივრცეში და აუცილებლად მოჰყვება ამას შემთხვევების მატება, ოღონდ ეს ეხება რესპირაციული ვირუსების სეზონურ მატებას.

ამიტომ, როცა ვამბობთ „მოვემზადოთ“, სწორედაც რომ უნდა მოვემზადოთ. საქართველოში ეს შეზღუდვები თუ გაგრძელდა და ნიღბის ტარების ვალდებულება დარჩა, დიდი ალბათობით სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების რაოდენობაც იქნება, ოღონდ როგორც შარშან“, - განაცხადა ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში.