მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჰოსპიტალიზებული პაციენტების 99% აუცრელია“ - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ექიმი
1630438116
COVID-19

„ჰოსპიტალიზებული და ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი აუცრელია“, - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ვერცერთი სხვა მედიკამენტი ადამიანებს ვერ მისცემს იმის გარანტიას, რომ გარდაცვალებისგან დაიცავს.

„ჰოსპიტალიზებული კოვიდინფიცირებული პაციენტების 99% აუცრელია. აცრილებს ჩვენ ჰოსპიტალში ვერ ვხედავთ. ეს არის რეალობა. ეს ნიშნავს იმას, რომ აცრა ნამდვილად იცავს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისგან.

როგორც პრაქტიკოსი ექიმი თამამად ვაძლევ თავს უფლებას, რომ ადამიანებს ვურჩიო აიცრან. ეს არის ერთადერთი საშუალება დღეს, რომელიც სიკვდილისგან დაგიცავთ. ვერცერთი სხვა მედიკამენტი ამის გარანტიას ვერ მოგცემთ.

ვიმეორებ, დღესდღეობით ჰოსპიტალიზებული და ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი აუცრელია. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი იმაზე, რომ არ უნდა გვეშინოდეს თეორიების“, - აცხადებს გეგეჭკორი.

ამასთან, მისივე თქმით, რაც უფრო გრძელია სია ქრონიკული დაავადებების, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრან.

„გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის ერთ-ერთი მთავარი რისკი, იგივე არტერიული ჰიპერტენზია. ვიცით, რომ არტერიული ჰიპერტენზია დიაბეტთან ერთად არის წამყვანი რისკფაქტორი კოვიდის მძიმე ფორმების განვითარების.

რაც უფრო გრძელია სია ქრონიკული დაავადებების და რაც უფრო გრძელია სია, იმ მედიკამენტების რასაც თქვენ იღებთ, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრათ, მაგრამ ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ არცერთი ეს დაავადება არ უნდა იყოს მწვავე ფაზაში აცრის მომენტში. თუ გუშინ გადაიტანეთ მწვავე ინფარქტი დღეს თქვენი აცრა არ შეიძლება. უნდა გავიდეს გარკვეული დრო“, - აღნიშნა გეგეჭკორმა „მთავარის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ „ბავშვების ვაქცინაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილებები შემოდგომაზე იქნება მიღებული“ - ამირან გამყრელიძე