მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები არ გვაქვს“ - ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1629703778
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორს კოვიდპაციენტების მისაღებად ადგილები არ აქვს და სწორედ ამიტომ ყველანაირი რესურსის გამოყენება მიმდინარეობს.

ტიკარაძის თქმით, ბათუმსა და თბილისში განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა.

„ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე ვცდილობთ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ, მათ შორის საველე ჰოსპიტლებიც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც. თუმცა ამ ეტაპისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმსა და თბილისში, განსაკუთრებით კი თბილისში კრიტიკული მდგომარეობაა.

გუშინ აჭარის რეგიონში, ასევე იმერეთის რეგიონში შევძელით პაციენტების გადაყვანა, მათ კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროებოდათ. საჭიროების შემთხვევაში იქაც არის მობილიზებული გარკვეული რესურსი საველე ჰოსპიტლისთვის და 48 საათში მათი გამართვა მოხდება“, - აცხადებს ტიკარაძე.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 60 ადამიანი ემსხვერპლა, 2354-ს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ხოლო 5200 გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საველე ჰოსპიტალში 88 კოვიდპაციენტია მოთავსებული

✔️ 942 თბილისი, 368 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✔️ 2354 ინფიცირება, 5200 გამოჯანმრთელება, 60 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში