მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

942 თბილისი, 368 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1629702250
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 875 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 942

⭕ აჭარა - 368

⭕ იმერეთი - 316

⭕ ქვემო ქართლი - 108

⭕ შიდა ქართლი - 108

⭕ გურია - 64

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 156

⭕ კახეთი - 166

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 33

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 75

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „რაც უფრო მეტი იქნება ვაქცინირებული, უფრო მეტი შანსი აქვს ქვეყანას დაამთავროს პანდემია“

👉 „ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, აცრილი ადამიანების ზრდაა“

👉 „დელტა ვარიანტი ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად განიხილება“