მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება - ტიკარაძის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრი
1617607110
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარი იმის შესახებ დაწესდება თუ არა გარკვეული შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი ნაადრევია. 

მინისტრის თქმით, აღდგომის პერიოდამდე ზუსტი ინფორმაცია გაჟღერდება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში.

„დღეს ცოტა ადრეა საუბარი იმის შესახებ თუ რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება.

დაახლოებით ერთი კვირით ადრე, აღდგომის პერიოდამდე მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოში 5 აპრილის მდგომარეობით კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 284 061-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3822 პაციენტი, ხოლო 275 024 გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

✔️ კოვიდინფიცირების მატების გამო იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები? - ტიკარაძის განმარტება

✔️ „ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე