მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა დამატებითი შეზღუდვები? - ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე
1617606468
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კოვიდინფიცირების ზრდის მატების გამო დამატებით შეზღუდვებზე ამ ეტაპზე საბჭოს ჯერ არ უმსჯელია. 

მინისტრი იმედოვნებს, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე მოხდება ინფექციის გაზრდილი რაოდენობის გაკონტროლება.

„ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე ის მომატებული ინფექციის რაოდენობა გავაკონტროლოთ, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა“, - აცხადებს ტიკარაძე.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ დოზების რაოდენობას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესამე დოზასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიღებული არ არის.

„გამოიყენება ორი დოზა. მესამე დოზასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიღებული არ გვაქვს. 21 დღის ინტერვალით გამოიყენება“, - დასძინა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სინოფარმის ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანა ჩინეთის მთავრობისგან, ასევე, ელოდება „სინოვაკის“ ვაქციანას, მას ქვეყანა უსასყიდლოდ მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოში 5 აპრილის მდგომარეობით კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 284 061-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3822 პაციენტი, ხოლო 275 024 გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე:

✔️ ამირან გამყრელიძე: ჩინეთი საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

✔️ „ჩინური „სინოფარმით“ 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“ - ტიკარაძე