მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო-ს დირექტორი: პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

ახალი კორონავირუსი 10-ჯერ უფრო სასიკვდილოა, ვიდრე ღორის გრიპი
1622277020
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მან პრესკონფერენციაზე ვაქცინების განაწილების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„მიმდინარე კვირაში შედგა ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებზე თანაბარი წვდომა არსებითია COVID 19-ის პანდემიის დასრულებისთვის. გარდაცვალების 3,5 მილიონი აღრიცხული შემთხვევის, გლობალურ ეკონომიკაში დაახლოებით 22 ტრილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგისა და ეპიდაფეთქებების გამამწვავებელი ახალი ვარიანტების გათვალისწინებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კოვიდუარყოფითმა ქალმა კოვიდდადებითი ბავშვი გააჩინა - ინდური მედია

👉 „ვირუსის პირველი შტამის დროს რომ ვიღებდით ბავშვებს, დარბოდნენ, მშვენივრად იყვნენ, ახლა მძიმედაა საქმე“ - დავით გადელია

👉 „უკვე გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს ვაქცინაცია შევთავაზოთ“ - ივანე ჩხაიძე