მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკვე გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს ვაქცინაცია შევთავაზოთ“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1622209575
COVID-19

„დღეს იმის საფუძველი უკვე გვაქვს, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, მაგრამ ეს პროცესი ჯერჯერობით უფრო მნიშვნელოვანია გადატანილი იყოს მოზრდილებზე. ბავშვების ვაქცინაცია კი, დღის წესრიგში შეიძლება მას შემდეგ დადგეს, რაც ჩვენ მივაღწევთ მოზრდილი ადამიანების მასობრივ ვაქცინაციას“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე, რომელმაც 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ოფიციალურად პირველმა დაუშვა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ 1300 ბავშვის გამოკვლევის შემდეგ მიიღო. საბოლოოდ კი, შეფასდა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას 100%-იანი შედეგი ჰქონდა და არც ერთი ბავშვს, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, კორონავირუსი არ შეხვედრია.

👉 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 12-15 წლის მოზარდებში უკვე დაშვებულია კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პანდემიის კონტროლისთვის მოგვიწევს ბავშვების ვაქცინაციაც“ - ინფექციონისტი

👉 „Covid-19 განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანმო განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბავშვების აცრის ნაცვლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს უწილადონ