მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს დირექტორი: ქვეყნებმა ძალიან სწრაფად არ უნდა მოხსნან შეზღუდვები

განცხადებას ავრცელებს
1612207762
COVID-19

კორონავირუსის ინფექციის კონტროლი შესაძლებელია. ეს მოსაზრება გამოთქვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრიესუსმა პირველ თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში COVID 19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი უკვე მესამე კვირაა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქვეყნები, რომლებშიც ზრდა შეინიშნება, თუმცა, გლობალურად დადებითი მაჩვენებელია.

„ეს ცხადყოფს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ახალი ვარიანტები მრავლდება. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ინფექცია და გადავარჩინოთ სიცოცხლე, თუ გავაგრძელებთ უსაფრთხოების წესების დაცვას“, - თქვა გებრიესუსმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ უნდა მოდუნდნენ, რომ ქვეყნებმა ძალიან სწრაფად არ უნდა მოხსნან შეზღუდვები, ხოლო ხალხმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ვაქცინების გავრცელებისას, აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ დაიცვას უსაფრთხოების წესები, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი.” - თქვა ჯანმოს დირექტორმა.

იანვრის დასაწყისში ჯანმო-ს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა თქვა, რომ ძალიან ძნელი იქნება კორონავირუსის დამარცხება.

იხილეთ აგრეთვე:

მოსახლეობის რა ჯგუფები ვერ გაიკეთებს ვაქცინას? - გიორგი ფხაკაძის განმარტება