მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის აღმოფხვრა ბოლომდე არ მოხდება, ალბათ, ენდემიურ დაავადებად ჩამოყალიბდება“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1632661094
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის თქმით, კორონავირუსი საბოლოოდ არ აღმოიფხვრება და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის ენდემიურ დაავადებად ჩამოყალიბდება.

„ეპიდვითარების გზა გადის ვაქცინაციაზე. მოსახლეობის ძლიერი იმუნური ფენის შექმნა, სწორედ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა ბოლომდე არ მოხდება, სადღაც წერტილები დარჩება და ენდემიურ დაავადებად ჩამოყალიბდება. წერტილები დარჩება იქ, სადაც ვაქცინაციის დაბალი მოცვა იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება იმუნიტეტი, ვირუსის ცირკულაცია არ მოხდება“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამასთან, ზაზა წერეთელმა საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ ტემპით გაგრძელდა იმუნიზაცია, ქვეყანაში მე-5 ძლიერი ტალღა იქნება.

„ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვაა, სამწუხაროდ, არ ჩანს ის, რომ მოსახლეობას აცრის სურვილი ჰქონდეს. ყველა საუბრობს, რომ გრიპის ვირუსი წელს გამოჩნდება, იმიტომ რომ შარშან ეს არ იყო. არის დელტა შტამი, რომელიც ძალიან განსხვავებული და მკაცრია, ვიდრე შარშანდელი უხანის ვირუსი. ამიტომ თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია, საქართველოში ნამდვილად იქნება მე-5 ტალღა.

ალბათ, განმეორდება ისეთივე სიტუაცია, როგორც განმეორდა შარშან, თუ დააკვირდებით შარშან ზაფხულში იყო ცუდი მდგომარეობა და იგივე განმეორდა წელს. იმიტომ რომ არ გაითვალისწინეს შარშანდელი შეცდომები. შარშან ნოემბერ-დეკემბერში გვახსოვს რა სიტუაცია იყო და ალბათ, იგივე სიტუაციას უნდა ველოდოთ წელსაც“, - დასძინა ზაზა წერეთელმა.

ამავე თემაზე:

🔴 „მეცნიერები ცხვირში შესასხურებელი ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ“ - ზაზა წერეთელი

🔴 419 თბილისი, 172 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 „აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად თუ გაიზრდება, მე-5 ტალღა კიდევ უფრო გადავადდება“ - გამყრელიძე