მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1607966351
COVID-19

კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ BBC წერს. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ მან უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს, ან ვაქცინამ არ იმუშაოს.

„უზარმაზარი ძალისხმევა მიმდინარეობს ამ ვარიანტის დასახასიათებლად და მისი წარმოქმნის გასაგებად. ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა და ველით, რომ ახალი ვარიანტები მოვა, წავა და კიდევ გაჩნდება დროთა განმავლობაში“, - განაცხადა ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტმა, პროფესორმა ალან მაკნალიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა

როგორი ეპიდვითარებაა საქართველოში?